Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

„ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის პოლიტიკური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა“- „ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი თეთრიწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

მარშალ პრესი 18/09/2024
2004

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, თეთრიწყაროს რაიონის სოფლების: კოდის, მუხათის, დევნილთა და ფაბრიკის დასახლებების მოქალაქეებს შეხვდა. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ასევე შეაჯამა სოფლებში აქამდე განხორციელებული პროექტები.

ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი. „„ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით ომის შედეგები და ამიტომ ვირჩევთ მშვიდობას.“ – ქალბატონი მადონა ოქროპირიძე გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებული.

ამ ადამიანებთან საუბარმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის პოლიტიკური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. სწორედ ამიტომ მაქვს მათი მხარდაჭერის იმედი,“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, პარლამენტის წევრი – გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი წიკლაური და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გოჩა თედორაძე.

Continue Reading

Previous: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აგრძელებს
Next: რა შეიძლება იყოს იმაზე მეტად ანტიდემოკრატიული, რაც ამ ქმედებით გამოჩნდა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოსგან, როგორ შეიძლება მეგობარი ქვეყნის უმაღლესი სტრუქტურის წარმომადგენლები სრულიად უაპელაციოდ დაასანქცირო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025