Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს!

მარშალ პრესი 17/09/2024
zurab kadagidze

„საქართველო ამერიკის უკანა ეზო არ არის, რომ თქვენი ნაბახუსევის მიხედვით, ნაგავი ყაროთ. ნება იბოძეთ და დაოკდით, თუ არა და მეორე ყვითელი ბარათი არ აგცდებათ!” – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პოზიციას, რომელიც მან დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიცია არის პრინციპული და ღირსეული ხელმძღვანელის პოზიცია, რომელიც სიამაყის გრძნობას იწვევს. „პირველი ყვითელი ბარათი… საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს! “ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.”

აი, ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება. უზუსტესი, ხისტი და მკაფიო გზავნილი, იმ ბინძური ინსინუაციების მიმართ, რასაც ბოლო პერიოდია ამერიკელების მხრიდან ვხედავთ. საქართველო ამერიკის უკანა ეზო არ არის, რომ თქვენი ნაბახუსევის მიხედვით, ნაგავი ყაროთ. ნება იბოძეთ და დაოკდით, თუ არა და მეორე ყვითელი ბარათი არ აგცდებათ! სასწაული სიამაყის გრძნობას იწვევს, ირაკლი კობახიძის ეს სწორი, პრინციპული და ღირსეული პოზიცია! ბრავო პრემიერ-მინისტრს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: ამ წყვილს მთელი ქვეყანა ქომაგობს. წელს საქართველოში ერთნაირსქესიანთა პოლიტიკური ქორწინებების ბუმია
Next: სანდრო გირგვლიანი მოკლა საქართველომ? რა თქმა უნდა – არა, სისხლიანმა რეჟიმმა მოკლა, ანალოგიურად, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი საქართველოში 7 აგვისტოს, სისხლიანი რეჟიმი არასდროს წარმოადგენს ქვეყანას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025