Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ომსა და მშვიდობას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკურ სიბეცეზე მიანიშნებს, ომი მშვიდობის ალტერნატივად არ გამოდგება, დღეს რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მშვიდობის დამსახურებაა

მარშალ პრესი 17/09/2024
davit chikhelidze

ომსა და მშვიდობას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკურ სიბეცეზე მიანიშნებს, ომი მშვიდობის ალტერნატივად არ გამოდგება, დღეს რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მშვიდობის დამსახურებაა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას განვითარების ახალი შესაძლებლობა გაუხსნა, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, უკრაინის მაგალითი ნათლად აცვენებს, თუ რა მოაქვს ომს, კერძოდ, ეკონომიკის შემცირება, ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივად გამგზავრება, შემცირებული სამუშაო ადგილები, მრავალი დაღუპული და დაკარგული ტერიტორიები.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ომის დაწყება სულელსაც შეუძლია, მშვიდობის დაცვა კი რჩეულთა ხვედრია. “ომსა და მშვიდობას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკურ სიბეცეზე მიანიშნებს, ომი მშვიდობის ალტერნატივად არ გამოდგება, დღეს რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მშვიდობის დამსახურებაა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას განვითარების ახალი შესაძლებლობა გაუხსნა.

რა ხდება ამ დროს უკრაინაში? ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 30%-ით შემცირდა, უკრაინა დატოვა 10 მილიონმა ადამიანმა, სამუშაო ადგილების რაოდენობა 3,5 მილიონით შემცირდა, დაკარგა ტერიტორიის 23% , გარდაცვლილი და უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება ასობით ათასი ადამიანი, განადგურებულია ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი და ა.შ.

ქვეყნის აღდგენას მინიმუმ 500 მილიარდი დოლარი და რამდენიმე ათეული წელი ჭირდება, ეს ყველაფერი მოაქვს ომს და მეორე ფრონტს, მზად ხართ პოლიტიკური ავანტიურის გამო ოჯახის წევრი დაკარგოთ? სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩეთ? საკუთარი ქვეყანა დატოვოთ და ა.შ… ომის დაწყება სულელსაც შეუძლია (რაშიც სააკაშვილის მაგალითი გვარწმუნებს) მშვიდობის კბილებით დაცვა კი რჩეულთა ხვედრია, რომელთაც საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის დაცვა და მისთვის ბრძოლა შეუძლია!” – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: საქართველოს მოქალაქეს უკვე კარგად აქვს არჩევანი გაკეთებული თუ სად არის მშვიდობა, სად არის ის საფრთხის შემცველი ტურბულენტობა, რომელიც ამ ქვეყანას შეიძლება წინ დაუდგეს და შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად
Next: ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.