Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გახარია-ხაზარაძის გაერთიანება არის იძულებითი პოლიტიკური ქორწინება ანონიმური წერილების ფონზე, რომელიც საერთო ფიასკოთი დასრულდება

მარშალ პრესი 17/09/2024
tamar chiburdanidze

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის მოსალოდნელ პოლიტიკურ გაერთიანებას განცხადებით ეხმაურება.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ეს არის იძულებითი პოლიტიკური ქორწინება ანონიმური წერილების ფონზე, რომელიც საერთო ფიასკოთი დასრულდება.

„დღეს ალბათ ხაზარაძე პირისპირ მიიღებს გახარიასგან ანონიმურ წერილს, მაგრამ ჩვენ აღარ წაგვაკითხებს. ეს მაშინ იყო, როდესაც გახარიას პრემიერი ერქვა, თორემ ახლა უკვე ორივე ერთი სახელით მონათლეს უცხოეთიდან. საინტერესო მხოლოდ ის არის, სალომე ზურაბიშვილი რას იღებს ამ ხანუმობაში?

ხუმრობა იქეთ იყოს და მართლაც მაინტერესებს, ამ სტრატეგიით მომუშავე გუნდს გამარჯვების მცირედი იმედი მაინც აქვს? უცხოელ ლობისტებს ამას არ ეტყვის ქართული ოპოზიცია, მერე საიდანღა მიიღონ მილიონები, მაგრამ, ხომ არსებობს რეალური ინფორმაციის მიღების სხვა გზებიც? კი ბატონო, გაერთონ ამ დროებითი ქორწინებებით, მაგრამ არჩევნები კარს მოადგათ და 5%-იანი ბარიერის გადალახვა მაინც არ სურთ?

გახარია-ხაზარაძის გაერთიანება – ეს არის იძულებითი პოლიტიკური ქორწინება ანონიმური წერილების ფონზე, რომელიც საერთო ფიასკოთი დასრულდება“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ქვეყნის დამაზიანებელი არხი კვლავ ფორმაშია, ეს სრული დეზინფორმაციაა – ევროკავშირი არ გახლავთ “ნაციონალური მოძრაობის” უკანა ეზო
Next: აგენტურა, ე.წ. ოპოზიცია, შეეცადა ბიძინა ივანიშვილის მიერ შერიგების უზრუნველყოფისა და პოლიტიკისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი მოსახლეობის ნაწილისთვის არასწორად მიეწოდებინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.