Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის 60%, ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება

მარშალ პრესი 17/09/2024
irakli kobakhidze

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის 60%, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი 2012 წლის შემდეგ; ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„ბევრ რამეს გადაწყვეტს არჩევნები. საპარლამენტო არჩევნები იმართება დაახლოებით ექვს კვირაში. მე ვერ ვისაუბრებ პოლიტიკური პარტიების შანსებზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად, სტაბილურობის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვერ გეტყვით, რამდენი პროცენტი ენდობა მმართველ პარტიას, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის 60%, რაც ისტორიული მაქსიმუმია 2012 წლის შემდეგ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ცესკო საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებს შეახსენებს
Next: მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები იმისათვის, რომ მაქსიმალურად კარგი ტემპები შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.