Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართველ ხალხს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია – ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი

მარშალ პრესი 17/09/2024
guram macharashvili

„საქართველოს პრეზიდენტს არაფერი ესაქმება პოლიტიკურ პროცესებში, მით უფრო ოპოზიციურ პარტიულ პროცესებში და მით უფრო საკუთარ ადმინისტრაციაში, როცა იწვევს ორ პოლიტიკურ პარტიას ოპოზიციიდან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, მას შემდეგ რაც გახარიასა და ხაზარაძის პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა, მორიგ ჯერზე დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.

„ზურაბიშვილი, გახარია, ხაზარაძე ესენი ყველანი არიან მარიონეტები უცხოური ძალის ხელში.

საქართველოს პრეზიდენტს არაფერი ესაქმება პოლიტიკურ პროცესებში, მით უფრო ოპოზიციურ პარტიულ პროცესებში და მით უფრო საკუთარ ადმინისტრაციაში, როცა იწვევს ორ პოლიტიკურ პარტიას ოპოზიციიდან. წარმოიდგინეთ, რა დონეზე მივიდნენ – კონსტიტუციას არღვევს პრეზიდენტი, რომელიც ზოგადად ზეპარტიულია.

ესენი, ყველა [ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია], უცხოური ძალის მარიონეტები არიან. როგორც ჩანს, უცხო ძალამ გახარიას და ხაზარაძეს გაერთიანება ვერ შეძლო და ახლა, სალომე ზურაბიშვილის სახით ცდილობენ მათი გაერთიანების დალაგებას.

ქართველ ხალხს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია – ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, ყველა დანარჩენი, ხაზარაძე იქნება, „ახალი“ თუ სხვა – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“, ამას თავადვე აღიარებენ. მითხარით, რა შეიძლება იყოს ძირითადი გენერალური განმასხვავებელი ხაზი ამ პარტიებს შორის? „ახალი“, ძველი „ნაცმოძრაობა“, ხაზარაძე, გახარია – მითხარით, რომელიმე თუ უჭერს მხარს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს? თუ თქვა რომელიმემ, რომ მთავარია იდენტობა? თუ უჭერს რომელიმე მხარს კონსტიტუციაში ეროვნული იდენტობის ჩაწერას? ეს არის თავიდან ბოლომდე დადგმული სპექტაკლი „ნაცმოძრაობისთვის“.

მთავარია ქართველი ხალხი, რომელსაც ვიმეორებ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია – ის მხარს უჭერს ქართულ ეროვნულ ხელისუფლებას,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს თვალთხარიას და მოღალატეს რომ ეძახდით და გაგაერთიანონ – გულწრფელად მეცოდებიან
Next: ღია მმართველობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025