Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს – ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში

მარშალ პრესი 16/09/2024
3f2b3c9f-83f4-4d4f-9dd5-4c1c14e05df7

ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძეს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება სიცოცხლისუნარიანი მექანიზმია, რომელიც ორმხრივ ინტერესებს ემყარება.

„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვიმყოფები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციული თბილი დახვედრისა და სტუმარმასპინძლობითვის, რომელიც ჩემმა დელეგაციამ მიიღო ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ მოვახერხეთ, გაგვეფართოებინა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთს შორის ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ ის, რომ მიმდინარე წლის იანვარში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ამგვარად მოვახერხეთ, სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი შეგვექმნა ეფექტური კონტაქტებისა, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც საერთო პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას სტაბილურობა და ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში,“- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

Continue Reading

Previous: საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას, მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ
Next: ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025