Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მახათას მთაზე მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის მეორე ეტაპი იწყება

მარშალ პრესი 16/09/2024
irakli chikovani

სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით,  მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი გრძელდება. მახათას მთაზე  საბინაო პროექტის მეორე ეტაპი 2024 წელს დაიწყება და რამდენიმე წელში დასრულდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. საბინაო პროექტის მეორე ეტაპი მიზნად ისახავს სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და მომავალი სამხედროებისთვის მოტივაციის ამაღლებას. 

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, მახათას მთაზე 43 (ორმოცდასამი) მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ბინების მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო ბენეფიციარების თანადაფინანსების წილი ერთ კვადრატულ მეტრზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასს – 100 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) შეადგენს, რომლის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. 

გეგმის მიხედვით, თავდაცვის უწყებაში მომუშავე ოფიცრები და სერჟანტები საცხოვრებელ ფართებს დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, სამხედროები 50, 80 და 110 კვ. მეტრი ფართის ბინებს მიიღებენ. 

საბინაო პოლიტიკის შეუქცევადობა კანონმდებლობით არის გამყარებული,  რაც ნიშნავს, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. მინისტრის განცხადებით, პროექტის განგრძობითობა გაზრდის მოტივაციას და შექმნის ახალგაზრდა სამხედროების სამსახურში ჩართვის შესაძლებლობას. 

მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. სამხედროებისთვის მახათას მთაზე უკვე აშენდა 39 კორპუსი, სადაც ბინა 1000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო.

Continue Reading

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
Next: უსამშობლოთა “რე-ბრენდინგი” დასასრულს მიუახლოვდა, ახლა გასარკვევია 26 ოქტომბერს, როგორ ამთავრებენ პოლიტიკურ მოღვაწეობას – დრამით თუ ტრაგედიით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025