Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიდი ალბათობით, ამას რადიკალების ლაქია “დამკვირვებლები” არ დააფიქსირებენ და იმედია, კეთილსინდისიერი უცხოელი დამკვირვებლები ნაცსექტისგან ამ და სხვა ძალადობრივ ქმედებებს ჯეროვან ყურადღებას მიაქცევენ

მარშალ პრესი 16/09/2024
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჩხოროწყუში, პარტია „ახალის“ მთვრალი წევრის, ვახტანგ ლემონჯავას მიერ “ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯუმბერ იზორიას ავტომანქანის ქვებით დამტვრევას ეხმიანება.

მისი თქმით, დიდი ალბათობით, ამას რადიკალების ლაქია “დამკვირვებლები” არ დააფიქსირებენ. მანვე აღნიშნა, რომ იმედია, კეთილსინდისიერი უცხოელი დამკვირვებლები ნაცსექტისგან ამ და სხვა ძალადობრივ ქმედებებს ჯეროვან ყურადღებას მიაქცევენ.

„საბჭოთა პროკურორ ვიშინსკის იდეოლოგიური შთამომავლის, ნიკა გვარამიასა და “ნაცების” სადამსჯელო აღსრულების ბიუროს თავკაცის, ნიკა მელიას “დასავლური” ყაიდის საარჩევნო კამპანია – ოპონენტის ქონების დაზიანება.
წუხელ, გვიან ღამით, პარტია „ქართული ოცნების” წევრისა და ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯუმბერ იზორიას კუთვნილი ავტომანქანა “ნაცპარტიუკის” (ე.წ. “ახალი”) აქტივისტმა, ჩხოროწყუს ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ ლემონჯავამ დააზიანა.
დიდი ალბათობით, ამას რადიკალების ლაქია “დამკვირვებლები” არ დააფიქსირებენ და იმედია, კეთილსინდისიერი უცხოელი დამკვირვებლები ნაცსექტისგან ამ და სხვა ძალადობრივ ქმედებებს ჯეროვან ყურადღებას მიაქცევენ“, – წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია
Next: „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ანზორ ბოლქვაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.