Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

„ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხელვაჩაურში მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის მოსახლეობასთან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

მარშალ პრესი 16/09/2024
459093962_460423956998106_2400615222931149671_n

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხელვაჩაურის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის სოფლების: განახლებისა და ქვედა სამების მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და საქართველოს ღირსეულ ევროპულ მომავალზე. იმ ფასეულობებზე რომლებიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

დელეგატის თქმით, ამომრჩეველთან ერთად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობაში.

„მოსახლეობის მხარდაჭერა და მათი აქტიური ჩართულობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი გუნდის ერთიანობა და მიზნისკენ სვლა შედეგს გამოიღებს. ერთად, ჩვენ შევძლებთ ღირსეულად ვიაროთ მშვიდობისა და ევროპული განვითარების გზაზე, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვის საერთო წარმატების საფუძველი გახდება,“- განაცხადა მინდია დიასამიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ხელვაჩაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე – ზაზა დიასამიძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ნაძალადევის რაიონში აგრძელებს
Next: „ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.