Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაცპროპაგანდა ბოროტად იტყუება, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტებისა და ჩვენი თანამემამულეების მკვლელების წინაშე ბოდიშის მოხდაზე ილაპარაკა

მარშალ პრესი 15/09/2024
gia abashidze

ნაცპროპაგანდა ბოროტად იტყუება, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტებისა და ჩვენი თანამემამულეების მკვლელების წინაშე ბოდიშის მოხდაზე ილაპარაკა. ეს უბინძურესი “მესიჯბოქსი” მარტივად ნეიტრალდება გამოსვლის ტექსტის ყურადღებით წაკითხვით ან მოსმენით, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

აბაშიძის თქმით, რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა თქვა ბევრი თანამემამულის სათქმელი, ის, რომ შერიგებისთვის აუცილებელია შეცდომების აღიარება-პატიება, შენდობა, ხოლო ძმათამკვლელი ომის გაჩაღების თანამონაწილემ და ამის საერთაშორისო დოკუმენტებში თავად ამღიარებელმა სააკაშვილის რეჟიმმა უნდა აგოს პასუხი.

“მიმდინარეობს მოღალატე ნაცკონგლომერატის ორკესტრირებული კრიახი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის გორში გამოსვლის იმ სეგმენტზე, რომელიც სამაჩაბლოს კონფლიქტის მოსაგვარებლად ბოდიშის მოხდას ეხებოდა.

ნაცპროპაგანდა ბოროტად იტყუება, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტებისა და ჩვენი თანამემამულეების მკვლელების წინაშე ბოდიშის მოხდაზე ილაპარაკა. ეს უბინძურესი “მესიჯბოქსი” მარტივად ნეიტრალდება გამოსვლის ტექსტის ყურადღებით წაკითხვით ან მოსმენით. ნაცავსულებისგან განსხვავებით კი, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა განათლებულია და განსჯა-ანალიზის უნარით მდიდარი, არ სჭირდება გაგონილის გადამოწმება.

რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა თქვა ბევრი თანამემამულის სათქმელი – შერიგებისთვის აუცილებელია შეცდომების აღიარება-პატიება, შენდობა, ხოლო ძმათამკვლელი ომის გაჩაღების თანამონაწილემ და ამის საერთაშორისო დოკუმენტებში თავად ამღიარებელმა სააკაშვილის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს!

საქართველოს მშვიდობიანად გაერთიანების, სუვერენიტეტის განმტკიცების, სტაბილური განვითარებისა და სულიერი ფასეულობების დაცვის მოწინააღმდეგენი ყოველთვის იქნებიან გარედან მართული კოლექტიური “ნაცები”, რომელთა პოლიტიკური დასასრული მოახლოებულია”, – წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
Next: “ნაციონალური მოძრაობა” ხედავს რომ შერიგების კონკრეტული გეგმა არსებობს, შესაბამისად ყველა ხერხს მიმართავენ, რათა საქართველოს გაერთიანებას ხელი შეუშალონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.