აკვირდებით, რა დღეში ვარდება უცხო ქვეყნის მფლობელობაში მყოფი რადიკალური ოპოზიცია, აგენტურა, უსამშობლო მანქურთები, როდესაც ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს გამთლიანებასთან დაკავშირებულ განცხადებას აკეთებს?”- წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.
“დავალება აქვთ, ხელი შეგვიშალონ, რომ როგორმე ტერიტორიები არ დაგვიბრუნდეს! ახლა ჩამოგითვლით რა არ აწყობთ აგენტებს და მათ მეპატრონეებს:
1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობით და შერიგებით! ამ შემთხვევაში ომში საქართველოს ძალით ჩათრევის შანსი მცირდება! თუ შევრიგდით, ერთმანეთი დავიბრუნეთ, ომიც არ იქნება
2. 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის გამოძიება და სააკაშვილის მანიაკი რეჟიმის დანაშაულებების, სახელმწიფოს ღალატის ფაქტების გასაჯაროება
3. არ სურთ საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს თუ ვინ და რატომ გაწირა ჩვენი ქვეყანა მისი პირადი ინტერესების გამოსაყენებლად
4. ის, რომ არ მოახდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის ორგანიზებული ევაკუაცია, რადგან სურდათ ბევრი მსხვერპლის დაფიქსირება.
შერიგებაც დაწყებული იყო და უპრობლემო მიმოსვლა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით! ვაჭრობა-ეკონომიკა ცხინვალში ლარით ხორციელდებოდა, ქართული სატელეფონო პროვაიდერები მუშაობდნენ, მცირე დროის ფაქტორი იყო და მალე ბოლომდე დაუბრუნდებოდნენ საქართველოს, რაც ნაცების მეპატრონეებს არ აწყობდათ, დავალება მიიღეს და შემდეგ ოქრუაშვილის და სააკაშვილის ქმედებები ყველას გახსოვთ.
ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს! ბოდიში დაღუპულების დედებს, მამებს, ობლად დარჩენილ შვილებს, საქართველო გამთლიანდება, მალე”- წერს დიმიტრი სამხარაძე
