Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, მაგრამ საზოგადოება ხედავს ყველაფერს, აქედან გამომდინარე, ვერც ერთ მცდელობას ვერ ექნება წარმატება

მარშალ პრესი 14/09/2024
irakli kobakhidze3

მართალია, ცალკეული სენატორის განცხადებები ზიანს აყენებს სენატის რეპუტაციას, მაგრამ სენატი მაინც დარჩება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სახელმწიფო ინსტიტუტად და ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გორში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ერთ-ერთი სენატორი გამოდის და ვიგინდარას უწოდებს საქართველოში მმართველ პარტიას, შეურაცხყოფას აყენებს პირველ რიგში აშშ-ის სენატს.

„ყველა ხედავთ, რომ რეალურად არის ინტენსიური გარე ჩარევა. ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე. გამოდის ერთ-ერთი სენატორი და შეურაცხყოფას აყენებს პირველ რიგში აშშ-ის სენატს, როდესაც ვიგინდარას უწოდებს მმართველ პარტიას, ხალხის მიერ არჩეულ მმართველ პარტიას საქართველოში.

დღეს არის გარე ჩარევის მცდელობა, მაგრამ საზოგადოება ხომ ხედავს ყველაფერს, აქედან გამომდინარე ვერც ერთ ასეთ მცდელობას ვერ ექნება წარმატება. რაც შეეხება ასეთ შეფასებებს, ასეთ განცხადებებს, ასეთი რამ პირველ რიგში ზიანს აყენებს თავად იმ ინსტიტუტების იმიჯს, რომლებსაც ეს ადამიანები წარმოადგენენ. თუმცა ყველას გვესმის, რომ ცალკეული სენატორები საბოლოო ჯამში ვერ განზოგადდებიან სენატზე. მართალია, მათი განცხადებები ზიანს აყენებს სენატის რეპუტაციას, მაგრამ სენატი მაინც დარჩება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სახელმწიფო ინსტიტუტად და ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: დღეს ეს ბოროტება აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები, გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე, გირჩი ჯაფარიძე
Next: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება – დავით კოდუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.