Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცხრა სიცოცხლე, რომ იცოცხლოს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ასეთი შეგნებით ვერ იარსებებთ, იმიტომ, რომ ქვეყნის სიყვარული “ვორქშოპებზე”, “ტრენინგებზე” და “სემინარებზე” არ ისწავლება

მარშალ პრესი 14/09/2024
zurab kadagidze

აბა, ვინ უწუნებთ სპორტსმენებს სამოქალაქო შეგნებას?! ცხრა სიცოცხლე, რომ იცოცხლოს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ასეთი შეგნებით ვერ იარსებებთ. რატომ? იმიტომ რომ – პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული “ვორქშოპებზე”, “ტრენინგებზე” და “სემინარებზე” არ ისწავლება, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის განცხადებასთან დაკავშირებით წერს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ბექაურის განცხადება, რომ იგი ემიჯნება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ფიქრობს, რომ საქართველოს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ან არსებობ სახელმწიფოებრივი შეგნებით და ან ვერასდროს გაიაზრებ სამშობლოს ფენომენს.

“აბა, ვინ უწუნებთ სპორტსმენებს სამოქალაქო შეგნებას?! ცხრა სიცოცხლე, რომ იცოცხლოს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ასეთი შეგნებით ვერ იარსებებთ. რატომ? იმიტომ რომ – პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული “ვორქშოპებზე”, “ტრენინგებზე” და “სემინარებზე” არ ისწავლება. ან გრძნობ, არსებობ სახელმწიფოებრივი შეგნებით და ან, ვერასდროს გაიაზრებ სამშობლოს ფენომენს! გამოენთებიან ეს უსამშობლოები და მაღალ მატერიებზე დაიწყებენ საუბრებს, რომ სპორტსმენებს რა უნდათ პარლამენტში ან პოლიტიკური შეფასება მათგან მიუღებელიაო… მიხეილ სააკაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა თუ კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრეს, ვერ არიან გენმოდიფიცირებული ნაძირალები?! სალომე ზურაბიშვილი, ჟუჟუნა წვიმა ნუ გგონია, ქოლგა ვერ გიშველის!” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: ამ 14 მილიარდზე მთელი კამპანია აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე, სიყალბე, მათ იკადრეს და ჩვენი საზოგადოების მოტყუება სცადეს
Next: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში დოღი – ,,ოზურგეთის თასი 2024″ გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025