Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მარშალ პრესი 13/09/2024
irakli kobakhidze

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მსახიობს მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა მაყურებლის სიყვარული და აღიარება მოუტანა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მსახიობს მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა მაყურებლის სიყვარული და აღიარება მოუტანა.

ზურას სახით ქართულმა თეატრმა მაღალი რანგის პროფესიონალი, ახლობლებმა – გულისხმიერი მეგობარი, ჩვენმა ქვეყანამ კი – განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანი დაკარგა. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ზურა ბერიკაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წალკის მოსახლეობას შეხვდა
Next: საზოგადოების წინაშე წარმოვადგინეთ მრავალფეროვანი საარჩევნო სია, რაც ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოახერხა, მათ ამის რესურსი არ აქვთ და ეს არის ჩვენი უპირატესობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.