Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველა არჩევნებში “ქართული ოცნების“ პირველი ამოცანაა გავიდეს პირველ ადგილზე და ამას ახერხებს – გიგი უგულავა

მარშალ პრესი 13/09/2024
gigi ugulava

იმის გამო, რომ აქეთ ლიდერები ვერ ლაგდებიან, იქით ლიდერები გაბუტულები არიან ერთმანეთთან, გამოდის ოთხი [ოპოზიციური ფლანგი]. რაც არ უნდა სოციოლოგიური ზღაპრები მოგვიყვნენ, სინამდვილეში, ამ ოთხის პრობლემაა, რომ შეიძლება მათგან ერთ-ერთმა ვერ გადალახოს [ბარიერი] და სამის ჯამი აღარ გყოფნიდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ, ტელეკომპანია „ფორმულას ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა არჩევნებში აქვს ორი ამოცანა. პირველი მათგანია პირველ ადგილზე გასვლა, რასაც ყოველთვის ახერხებს, ხოლო მეორეა ის, რომ მეორე ადგილზე გასულთან რაც შეიძლება დიდი სხვაობით მოიგოს.

უგულავას განმარტებით, მეორე ამოცანის შესრულება მმართველ პარტიას უფრო გაუადვილდება, თუ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისეთი ძალები გამოცალკევდებიან, რომლებიც პარტიის ელექტორატის ნაწილსაც მიიმხრობენ.

„ქართულ ოცნებას“ ყველა არჩევნებში აქვს ორი ამოცანა. პირველი ამოცანა: გავიდეს პირველ ადგილზე და ამას მეტ-ნაკლებად კი არა, ახერხებს, თუმცა, სწორი დალაგების, ერთიანი სიის შემთხვევაში, თეორიულად გამორიცხული იქნებოდა და იმთავითვე განწირული იქნებოდა „ქართული ოცნება“, მაგრამ არ გამოდის. მეორე ამოცანა რა არის? – მეორე ადგილზე გასულთან ჰქონდეს დიდი სხვაობა. მეორე ადგილზე გამსვლელი ვინ არის? „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ფეხს მოაჭრი ან კოჭში გადაჭრი, რაც უფრო ქვევით იქნება, განსხვავება იქნება დიდი.“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

Post navigation

Previous: ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი
Next: ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომის ანაზღაურება და ხელფასების ზრდა გაგრძელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.