Skip to content
28/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წევრები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ

მარშალ პრესი 13/09/2024
458427240_2251767901849787_2416539713525527091_n

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები დღეს ჩიბათისა და შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა. „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სარიშვილმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბესიკ ტაბიძემ, მოქალაქეებთან შეხვედრისას განიხილეს სოფლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.

„მოქალაქეებთან განვიხილეთ მათთვის პრიორიტეტული საკითხები და განხორციელებული პროექტები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით გავაკეთეთ, ასევე, განვიხილეთ ის პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარებისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ.

სოფელ ჩიბათში ვიწყებთ თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის სრულს რეაბილიტაციას, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტიქიის შედეგად დაზიანებულ კულტურის შენობის სახურავს, კოლხეთის ეროვნულ პარკისკენ მიმავალ 9 კილომეტრიანი გზაზე მოეწყო ღია კაფე, დაიგო გზა და მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები. სოფელ შუხუთის ცენტრში მოეწყო ხელოვნურსაფრიანი მინისტადიონი, დამისამართებულია ქუჩები, რეაბილიტირდა შიდა მიმოსვლის გზები. სოფლებში მოეწყო გარე განათება და ჩატარდა გაზიფიცირების სამუშაოები. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის,“- აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

Post navigation

Previous: „ჩვენთვის უმთავრესია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა- ,,ქართული ოცნების“ დელეგატმა ანტონ ობოლაშვილმა ასპინძაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა
Next: მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და მათთან აქტიური კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ გუნდის უცვლელი პრიორიტეტია“- „ქართული ოცნების“ დელეგატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.