Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

,,ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ის მაცხოვრებლებს შეხვდა

მარშალ პრესი 12/09/2024
5005

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ის მაცხოვრებლებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. კერძოდ, განიხილეს ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ში არსებული სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაციის გეგმა.

ზუკა რურუას განცხადებით, სკვერი და სპორტული მოედანი სრულად მომავალ წელს განახლდება.

„წარმოვადგინეთ რენდერები, რომლებიც სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციას ეხება. უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეებთან ერთად განვიხილეთ სკვერისა და სტადიონის ესკიზი, რომლის მიხედვითაც რეაბილიტირდება შიდა ეზო. სკვერი და სპორტული მოედანი სრულად მომავალ წელს განახლდება,- განაცხადა ზუკა რურუამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი -დავით კვინიკაძე, ვაკის მაჟორიტარი -ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე -გიორგი ტყემალაძე.

Continue Reading

Previous: ახლა ამის დრო არ არის – ხატია დეკანოიძე ვერ აკონკრეტებს ევროპულ ფონდს, რომელიც საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემას ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ აპირებს
Next: საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა 122 864-მა ამომრჩეველმა მიიღო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025