IMG.GE IMG.GE

პროპორციული საარჩევნო სისტემა განსაკუთრებით საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში არის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, საყოველთაო კონსენსუსი პოლიტიკურ აქტორებს შორის აქ იქნებოდა ქვეყნის გამარჯვება, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკავშირის ელჩის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

აქ ხომ არ იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა, რეალურად, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ეს არის ქვეყნის გამარჯვება, საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის და ქვეყნის საბოლოოდ ევროინტეგრაციის გარანტი, რაც მოხდა ბოლო ორი კვირის განმვალობაში.

პროპორციული სისტემა არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის განვითარებასთან ერთად მთელი პოლიტიკური ელიტა შეიცვალოს, ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი, უახლოესო წლების განმავლობაში ამ ცვლილებას თითოეული მოქალაქე იგრძნობს.

ეს არ იქნება მარტივი, ეს იქნება რთული, მაგრამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის ერთმნიშვნელოვნად აუცილებელი ნაბიჯი იყო, რომელიც გადავდგით. კითხვა რაშიც მდგომარეობდა – ყველა ადამიანმა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ მსგავსი სისტემური, ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტის დროს, სასურველია, რომ პირადი ინტერესები გადადოს და ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირის ელჩმი კარლ ჰარცელი მიესალმება საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას, თუმცა, ამბობს  რომ სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმა. ჰარცელმა ასევე განაცხადა, რომ  წუხს, რადგან “ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით მიღების შესაძლებლობა ხელიდან არის გაშვებული”.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება