
ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” პირველ ნომრად დაფიქისირებამ წერტილი დაუსვა ოპონენტების სპეკულირებას მისი პოლიტიკაში ყოფნა არყოფნასთან დაკავშირებით.”– ამის შესახებ “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე წერს სოციალურ ქსელში.
“ბიძინა ივანიშვილმა ბუნდოვანება გაფანტა და პარლამენტში შესვლით დააფიქსირა, რომ როგორც დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ავტორი, პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის მომავალ განვითარებასა და სტრატეგიაზე.
მან საკმარისად გაწვრთნა და გამოზარდა ახლგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებიც მთავრობასა და პარლამენტის მაღალ თანამდებობებზე პროფესიონალიზმს ავლენენ. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ პრემიერობას ან პარლამენტის თავმჯდომარეობას არ მოინდომებს, ამისთვის “ქართულ ოცნებას” უკვე გამოცდილი მოხელეები ჰყავს.
საქართველოს პრეზიდენტობა კი ბიძინა ივანიშვილისთვის მისაღები თანამდებობა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით შეზღუდული უფლებები აქვს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური წონისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით, მას ქვეყნის პირველი პირის დატვირთვა მიეცემა.
საპარლამენტო არჩევნებში, “ოცნების” მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების შემთხვევაში კი, საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის გაზრდაც არ უნდა გამოირიცხოს!”- წერს ლევან მამალაძე.