Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს ადიგენში მართავს

მარშალ პრესი 11/09/2024
550

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ადიგენის დელეგატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფარეხას, აბასთუმანის, საღრძეს, ვარხანის, ხარჯამის, წახანის, წახანწყაროს და ქიქინეთის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. ანტონ ობოლაშვილმა ხაზი გაუსვა არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას.

„მშვიდობას დღეს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა, ისევე, როგორც დამოუკიდებლობას, ჩვენი სწორი არჩევანით შევძლებთ ჩვენს ქვეყანას მოვუტანოთ სიმშვიდე და სტაბილური განვითარება. 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ, ფსევდოლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის.“,- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი. მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

Post navigation

Previous: ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი არის ის გარანტია, რომელიც ხმას ჩააკმენდინებს “გაყალბდა, გაყალბდა”-ს დამკვიდრების მსურველებს
Next: გარედან რომ არავინ ჩაერიოს არჩევნებში, შეიძლება ამ აგენტურული პარტიებიდან ერთ პარტიასაც კი, გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა, მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან მაშველ რგოლზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.