ჯერ იყო და კვარაცხელიამ (და კიდევ არ მახსოვს, რომელმა ფეხბუთელმა) არ იძახა ზუსტად ის ნარატივი და ის სიტყვები, რაც მავანს სჭირდებოდა, მერე ჩაქოლეს (ბოლშევიზმის კლასიკა) და მერე ისევ გააღმერთა ზოგმა), მერე ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილზე გადადგა ფეისბუქ საზოგადოების გარკვეული (ვიწრო) ნაწილი (არიქა და ოცნების ოცეულში არიანო” – წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი.
“ნამდვილი ევროპული (თუ, გნებავთ – ქართული) ღირებულება – სწორედაც რომ განსხვავებული აზრის (მათ შორის, პოლიტ. შეხედულების) მიმღებლობაშია.
Кто не с нами – тот против нас (ბოლშევიკების დევიზია ეს.
ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ წარმოიშვა და იმედია, კირილიცას დანახვაზეც გული არ წაუვა ვინმეს (ჩემი უკრაინელი მეგობრებიც მკითხულობენ და ეს დამწერლობა/ენა ესმით კარგად.
გაეშვით ამ ხალხს. დავუფასოთ მათი მონაპოვარი და ნუ ვაიძულებთ, მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პოსტულატები იმეორონ სიტყვა-სიტყვით. რაღაცას ემხრობიან და ნუ ეწყინება ასე ნურავის. თავისი აზრი აქვთ და უხერხულია, მათი არდაფასება და ზოგიერთისგან განსხვავებული აზრის მიუღებლობაც.
ეს მაგარი ვიცით – ჯერ გაღმერთება, მერე ჩაქოლვა, მერე ისევ გაღმერთება, ისევ ჩაქოლვა და ასე წრეზე სიარული. ვერ ჩაიქოლებიან ეს ადამიანები, ძალიან ბევრი აქვთ გავლილი, კიდევ და კიდევ მადლობა მათ”– წერს თამარ ტყეშელაშვილი.
