Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენს მოქალაქეებს საქმით დავანახეთ, რომ მშვიდობასა და პრინციპებს, რომელიც გვაქვს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოჰყვა

მარშალ პრესი 10/09/2024
kavelashvili

„საქართველო სანქციებს რომ მიერთებოდა, დღეს ქვეყნის ეკონომიკა მინუსებში იქნებოდა და არც ერთი ინვესტიცია აქ არ განხორციელდებოდა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფლების მიერ გაკეთებული საქმით დაინახეს, რომ მშვიდობასა და იმ პრინციპებს, რასაც მთავრობა ატარებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოჰყვა.

„ერთადერთი ინვესტიცია, რაც იქნებოდა – იარაღს გამოაგზავნიდნენ და ჩვენი სამხედროები შეეწირებოდნენ უთანასწორო ომს, რაც დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამას ითხოვდა უკლებლივ ყველა. ამ ყველაფერს გავუძელით და ჩვენს მოქალაქეებს საქმით დავანახეთ, რომ მშვიდობასა და პრინციპებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოჰყვა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნება” დღეს 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს
Next: ყველაფრის მკადრებლების დრო უნდა დასრულდეს და მათი განაჩენიც უნდა დადგეს – დიმიტრი ხუნდაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.