Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არც საკუთარი წონა იცის და არც საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს – ტაივანური გრანტის მოლოდინში წარმოუდგენლად მაღალ მატერიებს ეჭიდება – ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელზე

მარშალ პრესი 10/09/2024
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ივანიშვილი ისტერიკაშია, რადგან თავს მომწყვდეულად გრძნობს“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, თინა ხიდაშელმა არც საკუთარი წონა იცის და არც საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს, ამიტომ მსგავსი განცხადებებით წარმოუდგენლად მაღალ მატერიებს ეჭიდება.

„ბიძინა ივანიშვილი, მისი გუნდი და ხელისუფლება კონსტიტუციური უმრავლესობის მოლოდინში ისტერიკაშია და თინა ხიდაშელი, თავისი „ლელოელი” ქმრით და ტაივანური ხელფასით მხნედ გრძნობს თავს?!

ლიბერალიზმის სიგიჟის თანამედროვე გამოვლინებაა ე.წ სპორტული „ქამინგ აუთი“ – როდესაც სპორტსმენი ყველანაირ მანიპულაციას მიმართავს, რომ შესაძლებლობის მიუხედავად, წარმატებას საკუთარი პიროვნული კომპლექსებით და „მეინსტრიმული” სიგიჟეებით მიაღწიოს.

ასეა ამ საცოდავის საქმეც – არც საკუთარი წონა იცის და არც საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს – ტაივანური გრანტის მოლოდინში ეჭიდება წარმოუდგენლად მაღალ მატერიებს ისე, რომ ისიც არ გაუთვალისწინებია, „წელზე მაღლა” ხტომამ, კისრის მომტვრევა რომ იცის.

არადა, ერთი კარგი მრჩეველი რაა, ტაივანური ლაბორატორიის გამორჩეულ ეგზემპლარს რომ დაუნიშნონ და ვინმემ მიუთითოს – შენ ტაივანისთვის პროექტი წერე, სერიოზულ საკითხებს თავი დაანებე, პოლიტიკა არ არის შენი საქმეო?!

საკუთარი ქმრის „ლელოში” შესვლით და ისედაც, ბითური ავტორიტეტის უფრო გაბითურებით ხომ მაინც უნდა მიხვდე – სად და რა წონის კატეგორიაში ასპარეზობ?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები რომ ჰყავთ, ამაში ერთხელაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ
Next: “ქართული ოცნება” დღეს 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.