Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნებისმიერ ძალადობას თუ მიმსგავსებულ აქტს კატეგორიულად ვემიჯნები, საარჩევნო კამპანიამ უნდა ჩაიაროს მშვიდ გარემოში

მარშალ პრესი 09/09/2024
irakli kobakhidze

ნებისმიერ ძალადობას თუ მიმსგავსებულ აქტს კატეგორიულად ვემიჯნები, მაქსიმალურად მშვიდად უნდა წარიმართოს საარჩევნო აგიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარია, სამართალდამცავმა ორგანოებმა გააკეთონ ყველაფერი, რომ მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული ინციდენტები და თუ სადმე არის ან დანაშაული, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მოახდინონ სათანადო რეაგირება.

„რაც შეეხება გუშინდელ ქარელის შემთხვევას, რა ინფორმაციაც მომაწოდეს, იყო ასეთი სამწუხარო ინციდენტი – ერთ-ერთ ქალბატონს მიაწოდეს კონკრეტული ოპოზიციური სუბიექტის ბუკლეტი, რომელიც მან გადააგდო. ამის შემდეგ დაიწყო ინციდენტი ამ ქალბატონის მიმართ და არ დაურტყამთ, მაგრამ მას ხელით შეეხნენ. მას გამოესარჩლა კონკრეტული ადამიანი და შემდეგ ამას მოჰყვა დაპირისპირება, თუმცა ამ დაპირისპირებას არ ჰქონია რაიმე მძიმე გაგრძელება. ეს იყო რეალურად ამ ინციდენტის მიზეზი, რაც ზოგადად სამწუხაროა. ყველას მოვუწოდებ, აიღონ ბუკლეტი და დაიტოვონ. დემონსტრაციული აქტები აუცილებელი არ არის. მაქსიმალურად მშვიდად უნდა წარიმართოს საარჩევნო აგიტაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ყველას მოუწოდა, ნუ ექნებათ ორმაგი სტანდარტები.

„მაგალითად, გვარამიას პარტიის წარმომადგენლები არაერთგზის ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ „ქართული ოცნების“ აგიტაციისთვის ზუგდიდში. ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში იყო რამდენიმე აქტი, როდესაც მმართველი პარტიის პოლიტიკოსებს თავს დაესხნენ კონკრეტული პარტიული აქტივისტები, მათ შორის NGO-აქტივისტები. მთავარია, არ იყოს ორმაგი სტანდარტები. მთავარია, იყოს ჯანსაღი მიდგომა. საარჩევნო კამპანიამ უნდა ჩაიაროს მშვიდ გარემოში. ეს არის მთავარი. პირველ რიგში ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ინციდენტების პრევენციაზე. მთავარია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა გააკეთონ ყველაფერი, რომ მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული ასეთი ინციდენტები და თუ სადმე არის ან დანაშაული, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ყველგან არის საჭირო რეაგირება და აქედანაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, ყველაფერზე ჰქონდეთ სათანადო რეაგირება“, – აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: კახა კალაძე „მეგობარ აქტზე“: ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
Next: ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.