Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კრიტიკამაც არ დააყოვნა, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ “გარესამთავრობო” ორგანიზაციები

მარშალ პრესი 09/09/2024
mamuka mdinaradze

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივის ირგვლივ რადიკალების მხრიდან ამტყდარ აჟიოტაჟს ეხმიანება.

მდინარაძე ირონიულად წერს, რომ თუ არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება, მაშინ მას არასამთავრობო კი არა, „გარესამთავრობო“ ორგანიზაცია უნდა ერქვას.

„როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება!

P. S. კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები.
მაგალითად,
NED – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა
GIZ – აფინანსებს გერმანიის მთავრობა
USAID – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა
UNDP – აფინანსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
EED – აფინანსებს ევროკავშირი
NDI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი
IRI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი…
ნაცურ-აგენტურული ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა! „ – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დააფუძნონ საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

Post navigation

Previous: მას შემდეგ, რაც 450-ზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი კიდევ უფრო უპერსპექტივო გახდა
Next: პრემიერის მიერ დაანონსებული ახალი საგრანტო ფონდი, არასამთავრობო სექტორის შემდგომი შეუფერხებელი განვითარების გარანტია, მათი გადასაწყვეტია გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯს თუ ლუსტრაცია მოხდება, რომ მათი მიზანი ქვეყანაში რევოლუციური ფონის შექმნაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.