Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი მთავარი ოცნება აუცილებლად ასრულდება 26 ოქტომბერს, ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ – თამუნა გომართელი “ქართულ ოცნებაზე”

მარშალ პრესი 09/09/2024
tamuna gomarteli

ჩემი 30 წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში არ მინახავს ამდენი ადამიანი ასეთი ერთსულოვანი, ასეთი შეკრული, ასეთი გაერთიანებული. ეს ერთიანობა იგრძნობოდა თვალებში, ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდით, ერთი მიმართულებით ვიყურებოდით. აქ მდგომ ადამიანებს გვაერთიანებდა მთავარი რამ, ჩვენი ქვეყნის სიყვარული, ჩვენი სამშობლოს ხვალინდელი დღე, – განაცხადა წამყვანმა თამუნა გომართელმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

https://cdn.imedi.ge/new/V/2409/68/22/63/kdxn9N34l0GC5yNnJufmfA/gomarteli.mp4

„ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ გვინდა ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში, ღირსების დაცვით, ჩვენი ტრადიციების, ღირებულებების, ფასეულობების შენარჩუნებით და ეს მხოლოდ ეროვნული ხელისუფლების პირობებშია შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ არის 26 ოქტომბერი საკვანძოდ მნიშვნელოვანი დღე, ეს არ არის უბრალოდ რიგითი არჩევნების დღე. ჩვენ უბრალოდ არ ვირჩევთ ხელისუფლებას და რიგით პარტიას არ ვაძლევთ ხმას. ჩვენ ვირჩევთ ომსა და მშვიდობას შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, ცალსახად, უპირობოდ და გამოკვეთილად.

ღონისძიებაზე მოსულ ადამიანებს აერთიანებთ სურვილი იმის, რომ ვიაროთ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ. მე ვიცი, რომ ჩვენი მთავარი ოცნება აუცილებლად ასრულდება 26 ოქტომბერს. ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ“, – აღნიშნა თამუნა გომართელმა.

Continue Reading

Previous: ოპოზიცია ევროინტეგრაციის გზას მხოლოდ ეკრანებთან ღაღადებს – მაია ბითაძე
Next: ქვეყნისგან დღეს კონკრეტულ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და მეორე ფრონტს ითხოვენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025