IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რა ხდება ამჟამად აგარაკზე, რომელიც 19 წლის გიორგი შაქარაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა? ღიაა თუ არა ის წვეულებებისთვის კვლავ?

„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგის გარდაცვალებიდან ორ დღეში აგარაკზე სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, თუმცა როგორც მეიჯარე გვიყვება, იმ დროისთვის სამართალდამცველებს ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულებული ჰქონდათ.

თამარ გაგუნაშვილი მეგობართან ერთდ აღნიშნულ აგრაკს 2020 წლის იანვრიდან წვეულებებისთვის აქირავებს.

ამბობს, რომ 12 ივნისს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ანა გაბეჩავა, რომელმაც უთხრა, რომ დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ აღნიშნულ აგარაკზე სურდა –

„გვითხრა 19 წლის ვხდებიო, 50 ლარი ჩაგვირიცხა წინასწარ „ბეს“ სახით და დანარჩენი 300 ლარი ხელზე მოგვცა, როდესაც მოვიდა. 350 ლარად მივაქირავეთ, რადგან ცოტანი უნდა ყოფილიყვნენ“.

ჩვენთან საუბრისას გაგუნაშვილი ამბობს, რომ ობიექტს წვეულებებისთვის კვლავაც აქირავებს, მათ შორის დაგვიდასტურა, რომ ანი გაბეჩავას დაბადების დღის, ანუ 19 ივნისის შემდეგ აგარაკი 21 ივნისს გააქირავა.

ამ დროისთვის წვეულებაზე მყოფი გიორგი შაქარაშვილი უკვე ორი დღის გარდაცვლილია და მას ყველგან ეძებდნენ, მათ შორის აღნიშნული აგარაკის მიმდებარედ.

თამარ გაგუნაშვილი, მეიჯარე:

-სტატუსი უნდა შემჩერებოდა?! დიახ, გავაქირავეთ, რადგან უკვე დაჯავშნილი და წინასწარ გადახდილი ჰქონდათ. 21-ში და 22-ში გავაქირავეთ ორჯერ.

-ანუ წვეულებები იმართებოდა და თან საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა?

– არა, საგამოძიებო მოქმედებები მანამდე ჩატარდა. ყველაფერი რომ დაასრულა პოლიციამ მერე გავაქირავეთ. ადგილზე შიგნით ბავშვებს ყველაფერი ალაგებული ჰქონდათ.

გამოძიებას რაც აინტერესებდა ყველა ნივთმტკიცება მოიძია, ორი დღე პოლიციის განკარგულებაში იყო. ფაქტიურად, აქ ბევრი არც არაფერი იყო საძიებო, ერთჯერადი ჭიქები და რაღაც მსგავსი ნივთები თუ იყო მხოლოდ.

-ჩხუბის დროს თქვენ ადგილზე არ ყოფილხართ?

-არა, ჩემს იქ ყოფნამდე არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ.

– სახლში კამერები არ გიყენიათ?

-თვითონ სახლში არა, მაგრამ გარეთ მიმდებარე კამერები ამოიღეს.

-რატომ მიაქირავეს აგარაკი მოზარდებსო – ასეთი კრიტიკაც გამოითქვა თქვენს მიმართ…

-ბავშვმა მითხრა, რომ დედამ იცისო. მითხრა, რომ ძალიან ახლო ადამიანები იქნებოდნენ მხოლოდ, დაახლოებით 10 კაცი. საღამოს 9-10 საათამდე აქ ვიყავით, ჩემი წასვლის შემდეგ რა მოხდა და ვინ შემოემატათ, ეგ უკვე არ ვიცი.

ასეთ დროს, პრეტენზიულად მიცხადებენ ხოლმე, რომ ისინი არიან ზრდასრულები და აქვთ უფლება. რაც მე იქ ვიყავი, მე რაიმე დაძაბულობა არ შემინიშნავს.

-გიორგი შაქარაშვილი ნახეთ თქვენ?

-არა, რადგან ეგენი გვიან ამოსულან, მერე როგორც გაირკვა.

-მომხდარის შემდეგ ანი გაბეჩავას თუ ესაუბრეთ და რა გითხრათ?

-მე მეორე დღეს დავურეკე ამ ბავშვს, ანუ მას შემდეგ, რაც პოლიცია მოვიდა და გვითხრა, რომ თურმე ჩხუბი ყოფილა. ანიმ მითხრა, რომ ერთ-ერთი ბავშვი წამოვიდა და დაიკარგა, ეძებენო. მეც ახლა დაკითხვაზე ვარო.

 

წყარო: „პრაიმტაიმი“

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება