Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველას უნდა გვახსოვდეს, ვერავითარი წინსვლა და განვითარება ვერ შედგება, თუ მშვიდობას არ შევინარჩუნებთ. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა, რაც საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის საწინდარია

მარშალ პრესი 08/09/2024
irakli kobakhidze

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას იმ მიღწევებზე ესაუბრა, რომელიც ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა.

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის წინსვლა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა: 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგად, საქართველოში აღიკვეთა ადამიანების მკვლელობისა და წამების სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი და გათავისუფლდა მედია; ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანას არა გარედან დანიშნული აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ წესით არჩეული სუვერენული ხელისუფლება მართავს; მხოლოდ 2021-24 წლებში საქართველოს ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაიზარდა, შესაბამისად, ამ 4 წელიწადში, 10 მილიარდი ლარით გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი; რამდენჯერმე გაიზარდა საავტომობილო გზების, სკოლების, ბაღების, და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი; ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი; ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც ამ დარგს განსაკუთრებული განვითარება მოუტანა; 2012 წლის შემდეგ, 5-ჯერ გაიზარდა ბიზნესის ბრუნვა, 3-ჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესის სექტორში, 3-ჯერ გაიზარდა მრეწველობის ბრუნვა; განახევრდა უმუშევრობა 2012 წლის შემდეგ; 680 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს; გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა სპორტის სფეროში, რაც ამ დღეებში ქართველმა ფეხბურთელებმა, ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვახსენეს; კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ჩვენი ფეხბურთელების გუშინდელი გამარჯვება; „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია; ამ ყველაფერთან ერთად, საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.“- აღნიშნა პრემიერმა.

მისი განცხადებით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიღწევა არის 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურება, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილს დამსახურებული წვლილისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, 1 ოქტომბერს იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენა, სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა აირჩიოს მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა, რაც საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის საწინდარია.

„ყველა ეს მიღწევა არის 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურება, რომლისთვისაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, საქართველო დღეს იქნებოდა იმაზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა იმყოფება. დემოკრატიული მმართველობის დანერგვა, ეროვნული დამოუკიდებლობისა და ღირსების მტკიცედ დაცვა, 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა არის, პირველ რიგში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას ამისათვის.

1 ოქტომბერს ჩვენ წარმოგიდგენთ საარჩევნო პროგრამას, ქვეყნის განვითარების 4-წლიან გეგმას, რომელშიც დასახული იქნება, ერთდროულად, ამბიციური და განხორციელებადი ამოცანები. ჩვენი გეგმა საქართველოს მოუტანს კიდევ უფრო მტკიცე დემოკრატიულ სისტემას, კიდევ უფრო ძლიერ ეკონომიკას და მოსახლეობის ცხოვრების დონის თვისებრივ გაუმჯობესებას.

თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი არ იქნება მშვიდობის გარეშე. თუ ჩვენ მშვიდობას ვერ შევინარჩუნებთ. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ მშვიდობა, რომელსაც მოაქვს კეთილდღეობა, და ჩვენ უნდა ავირჩიოთ აუცილებლად ჩვენი ქვეყნის ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს ღირსეული მომავალი. ეს ყველაფერი არის საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის საწინდარი. 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს!“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ვინც სვამს ტოლობის ნიშანს ავტორიტარიზმსა და ევროპას შორის, ადამიანების წამებასა და ევროპას შორის, ომსა და ევროპას შორის, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და ევროპას შორის, მას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებთან
Next: მივესალმები უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე მხარეს, სამცხე-ჯავახეთს, აქ მცხოვრებმა ქართველებმა, სომხებმა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ სამშობლოს – საქართველოს, ღირსებას ვერავინ წაართმევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.