Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალა, რომელიც გვებრძვის, გაცილებით დიდია ვიდრე უნიათო ოპოზიცია. ეს არის იდეოლოგია, რომელიც მშვიდობის სახელით მოგვიწოდებს ომისკენ, ტოლერანტობის სახელით ებრძვის სარწმუნოებას – ეს არის თანამედროვე ბოლშევიზმი, რომლის სამიზნე რწმენა და ისტორიაა

მარშალ პრესი 08/09/2024
shalva papuashvili

ისტორია და სარწმუნოება არის ის ორი უმტკიცესი საყრდენი, რომელსაც ყოველთვის ეყრდნობოდა და კვლავაც დაეყრდნობა ჩვენი საზოგადოება,’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველამ კარგად ნახა, ოპოზიციას თუ როგორი კამპანია ქონდა გაჩაღებული შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით, როგორ ებრძვიან ხატებს და როგორ ცდილობენ დედაეკლესიის დაზიანებასა და სახელის გატეხვას.

,,სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ავის მსურველნი ცდილობენ ისტორიის გადაწერას და რწმენის შერყევას. უპირისპირდებიან ყველაფერს რაც ძვირფასია, უნიკალური და თვითმყოფადი. მათი მიზანია ფესვებს მოწყვიტონ ადამიანი და სულიერად გამოაცარიელონ. რადგან გათითოკაცებული, ეროვნული მეხსიერების გარეშე დარჩენილი ერი სახეს კარგავს, და ის აღარც არის ერი. იდენტობა დაკარგული ხალხი კი ადვილი სამართავია. ძალა, რომელიც დღეს ჩვენ გვებრძვის, გაცილებით დიდია ვიდრე ჩვენი უნიათო ოპოზიცია.

ეს არის იდეოლოგია, რომელიც მშვიდობის სახელით მოგვიწოდებს ომისკენ, ტოლერანტობის სახელით ებრძვის სარწმუნოებას, ინდივიდის სახელით ანადგურებს ადამიანს. თავისი არსით ეს არის თანამედროვე ბოლშევიზმი, რომლის პირველი სამიზნე ჩვენი რწმენა და ჩვენი ისტორიაა. კარგად ხედავთ, როგორი კამპანია აქვთ გაჩაღებული შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით, როგორ ებრძვიან ხატებს, როგორ ცდილობენ ჩვენი დედაეკლესიის დაზიანებასა და სახელის გატეხვას.

იგივე ხდება, როდესაც ცდილობენ, რომ გადაგვიწერონ ჩვენი ისტორია. მეფე ერეკლე მოღალატედ გამოგვიცხადონ; ფაშიზმთან ნაბრძოლ გმირებს გამარჯვების საზეიმოდ ახალი თარიღი დაუდგინონ; საბჭოთა დროს ჩვენი მშობლების, მათი მშობლების ნაშრომს ხაზი გადაუსვან, მათ კი ყავლგასული თაობა უწოდონ. არადა, სწორედ ჩვენი მშობლების თაობის დაუღალავი შრომის, ადამიანობის, გამბედაობის წყალობით გვაქვს ის ყველაფერი, რამაც შეგვაძლებინა ქართული სახელმწიფო ჩამოგვეყალიბებინა და მისი დამოუკიდებლობით გვეამაყა.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ხის სიმაღლე მისი ფესვებიდან იზომება, რომ ჩვენ ჩვენი წინა თაობების მხრებზე ვდგავართ. მხოლოდ ასე, მშობლების და წინაპრების პატივისცემით და მათი ღვაწლის სათანადო დაფასებით შევძლებთ მომავლისთვის თვალის გასწორებას და საქართველოს ისტორიის ღირსეულად გაგრძელებას,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ახალციხეში
Next: ჩვენს ხალხთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“, დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.