Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლაფში ჩაფლული წურბელები ვარჯიშობენ ახალ მანტრას და ემზადებიან რევოლუციისთვის

მარშალ პრესი 08/09/2024
davit kartvelishvili

„NATO იყოს ჩვენი მფარველი” – ისმის ჭაობის ფსკერიდან ბულბულატორებით ზედაპირისკენ მიმართული “ლოცვა/ვედრება,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისივე თქმით, მაშინ როცა ქვეყანა ეროვნული აღმავლობის ტალღაზეა, მავანნი რევოლუციისთვის ემზადებიან.

„აი ამ ეროვნული აღმავლობის ტალღაზე, იქ სადღაც ჭაობის ფსკერზე ლაფში ჩაფლული წურბლები ვარჯიშობენ ახალ მანტრას: “გაყალბდა! გაყალბდა! გაყალბდა!” და ემზადებიან რევოლუციისთვის იმიტომ, რომ წურბელების მბრძანებელმა “დურემარმა” შეაგულიანა ისინი – “თქვენ 85% ხართ და ყველაფერი გამოგივათ”. “NATO იყოს ჩვენი მფარველი” – ისმის ჭაობის ფსკერიდან ბულბულატორებით ზედაპირისკენ მიმართული “ლოცვა/ვედრება”.

თუმცა, ყველაზე აზრზე მოსული წურბლები “დურემარს” შეკითხვასაც კი უბედავენ: “კი მაგრამ თუ 85% ვართ ამ ფსკერზე და ამ ლაფში რა ჯანდაბა გვინდა, ზედაპირზე ამოსვლის შანსი რატომ არა გვეძლევა” – რეიტინგულად ასეა საჭირო, ამშვიდებს მათ “დურემარი” და მანტრის განმეორებისთვის მოუწოდებს…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: საფეხბურთო კლუბი “მილანი”: ლეგენდები მიდიან საქართველოში, მოუთმენლად ველით კახა კალაძის სამშობლოში მოგზაურობას
Next: „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს გასვლითი რეგიონული ღონისძიება სამცხე-ჯავახეთში გაიმართება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025