Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება – ბიძინა ივანიშვილი

მარშალ პრესი 08/09/2024
bidzina ivanishvili2

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ჩეხეთთან გამარჯვებას ულოცავს.

“გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას! 4:1 – ერთა ლიგაზე, ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული ამ დამაჯერებელი გამარჯვებით, ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ, უზომოდ გაგვახარა თითოეული ქართველი გულშემატკივარი!

ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ აშკარა იყო, რომ ქართული ფეხბურთისთვის ახალი, განსაკუთრებული ეპოქა დაიწყო, რაც გუშინდელი თამაშით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ვულოცავ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მებრძოლი, ერთ მუშტად შეკრული და საამაყო გუნდის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა!

დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება!”- წერს ბიძინა ივანიშვილი.

 

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი საქართველო-ჩეხეთის მატჩს დაესწრო
Next: საფეხბურთო კლუბი “მილანი”: ლეგენდები მიდიან საქართველოში, მოუთმენლად ველით კახა კალაძის სამშობლოში მოგზაურობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.