Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა – პრემიერი

მარშალ პრესი 01/06/2022

ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე ზრუნვა, მათი განვითარების, ჯანმრთელობის, სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდის პირობათა შექმნა საქართველოს ძლიერების წინაპირობა და, ამდენად, ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

„შარშან ჩვენ გავაორმაგეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება; დღეიდან, დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება.

მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Post navigation

Previous: იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ საქართველოს ეტყვიან უარს, ეს იქნება საქართველოს დასჯა იმის გამო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა მეორე ფრონტის გახსნაზე
Next: თბილისის მერის მოადგილე გარდაცვლილი იპოვეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.