Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ირლანდიაში კვლავ დააპატიმრეს მასწავლებელი, რომელმაც ტრანსგენდერ მოსწავლეს სასურველი ნაცვალსახელით არ მიმართა

მარშალ პრესი 07/09/2024
ir

ირლანდიელი მასწავლებელი ენოჰ ბერკი, კვლავ დააპატიმრეს, ვინაიდან აგრძელებდა იმ სკოლაში სიარულს, სადაც ადრე მუშაობდა. მედიის ცნობით, ბერკი, დუბლინის უმაღლესმა სასამართლომ კვლავ ციხეში გაუშვა მას შემდეგ, რაც იგი არ დაემორჩილა „ვილსონის ჰოსპიტალის სკოლის“ ოფიციალური პირების განკარგულებას, რომლის თანახმად, აღნიშნულ სკოლაში, სადაც ის ადრე მუშაობდა, მისვლა აეკრძალა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბერკი არაერთხელ დააპატიმრეს, რადგან კვლავ მიდიოდა სკოლაში, სადაც მას უკვე აღარ ჰქონდა შესვლის უფლება და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც “აგრესიულად დაუპირისპირდა ხელმძღვანელ მასწავლებელს იმის გამო, რომ უარი თქვა 17 წლის ტრანსგენდერი მოსწავლისთვის მიემართა მისთვის სასურველი სახელით და ნაცვალსახელით.”

ენოჰ ბერკმა, რომელიც ასწავლიდა ისტორიას და გერმანულს, განაცხადა, რომ მისი ევანგელისტური ქრისტიანული მრწამსი ნიშნავს, რომ ის “ეწინააღმდეგებოდა ტრანსგენდერიზმს.”

ბერკის შესახებ, ჯერ კიდევ 2023 წელს წერდა ბრიტანული ტაბლოიდი „დეილი მეილი“ და მას მოიხსენიებდა როგორც „ირლანდიელ მასწავლებელს, რომელიც კულტურული ომის ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც უარი თქვა ტრანსგენდერი მოსწავლის ნაცვალსახელის გამოყენებაზე. მას საერთო ჯამში ციხეში 400 დღე აქვს გატარებული”.

Continue Reading

Previous: სტუმარი რომ სახლში შემოგივა, ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ
Next: დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025