Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონს“ იყო, სწორედ, ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა

მარშალ პრესი 06/09/2024
irakli kobakhidze

ზოგადად, ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ და ეს აქტი, რაც ვიხილეთ კონკრეტული დეპუტატის მიმართ, არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მიუნხენის აეროპორტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით მათიკაშვილზე თავდასხმის ინციდენტს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ, ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

„ზოგადად, ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ და ეს აქტი, რაც ვიხილეთ კონკრეტული დეპუტატის მიმართ, არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება. ყოველ ჯერზე, ჩვენ ვხედავთ ხოლმე, რომ არც ერთ შემთხვევაში, გულწრფელი მოქალაქე არ არის ხოლმე ასეთი აქტის ავტორი, ყოველ ჯერზე ესენი არიან ან რადიკალური პარტიების, ან რადიკალური „ენჯეოების“ წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში, კონკრეტული უცხოელიც იყო ჩართული ამ ყველაფერში, რაც ძალიან შემაშფოთებელია.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება და, მათ შორის, ამ ყველაფრის უცხოეთიდან დაფინანსება. ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონს“ იყო, სწორედ, ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ინფორმაცია გახდება გამჭვირვალე ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით, მაშინვე შესაბამისი დონორები თავს შეიკავებენ ასეთი აქტების დაფინანსებისგან,“– განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან ჩემი შეხვედრა არ არის მიზანშეწონილი, რადგან რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგის წევრი რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაში მონაწილეობდა და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში
Next: რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, წმინდა წყლის ტყუილია, სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს აშშ-ის სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.