Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

1877 წელს ილია ჭავჭავაძე ასე შეხვდა ქობულეთელებს – „მოგესალმებით ჩემო ინტელიგენტო ქობულეთელებო!“ ასე ინტელიგენტურად უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე და გავიმარჯვოთ!

მარშალ პრესი 06/09/2024
tsotne ananidze

“ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქობულეთში ცოტნე ანანიძე , ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეს მოსახლეობას შეხვდა.

ანანიძემ ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და მათთან საუბრისას ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ქობულეთელებს ინტელიგენტებად მოიხსენებდა.

„როდესაც ჩვენი რეგიონი დედასამშობლოს დაუბრუნდა 1877 წელს ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე ასე შეხვდა ქობულეთელებს – „მოგესალმებით ჩემო ინტელიგენტო ქობულეთელებო!“ ასე ინტელიგენტურად უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე, გავიმარჯვოთ და გავაგრძელოთ! გაგიმარჯოთ! გაუმარჯოს საქართველოს!“, – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

შეხვედრას „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, „ქართული ოცნების“ დელეგატები, მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

Continue Reading

Previous: ქალაქ ოზურგეთში კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოები დასკვნით ფაზაშია
Next: Washington Post-ს სტატია პროვოკაციული ფოტოთი და ასევე პროვოკაციული სათაურით, არის კიდევ ერთი ამჯერად სრულიად ღია დაფიქსირება ვაშინგტონის განზრახვების

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025