Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხშირად გვდებენ ბრალს ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივებაში, ევროსკეპტიციზმს სტანოს განცხადება გააძლიერებს, რადგან ის აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობაზე გადის

მარშალ პრესი 06/09/2024
ertiani neitraluri sakartvelo

პიტერ სტანოს არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელი ტონი მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი ყველაზე მძაფრად რეაგირებს საქართველოში ლგბტ-იდეოლოგიის მარცხზე, – ვკითხულობთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის პიტერ სტანოს განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკავშირი გმობს„ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სწორედ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებაზე უარის თქმაა საქართველოს მიმართ ევროკავშირის უთანასწორო დამოკიდებულების საფუძველი.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სწორედ ეს არის იმ უთანასწორო დამოკიდებულების საფუძველი, რაც არაერთხელ გამოჩნდა, როდესაც ყველა ობიექტური კრიტერიუმით წინ მდგარი საქართველო დაიჩაგრა, ხოლო უკრაინა და მოლდოვა დაწინაურდნენ. უმძიმეს ომში მყოფ უკრაინაში, იმისათვის იცლიან, რომ დაბომბილ ქალაქებში ლგბტ-პრაიდები ჩაატარონ. იგივე ხდება დსთ-ის წევრ მოლდოვაში, სადაც პრაიდები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს კი იმის დასტურია, რომ ყველა სხვა ობიექტური კრიტერიუმი აზრს კარგავს, თუ ქვეყანაში ლგბტ-პროპაგანდის დაკანონება ხდება.

ჩვენს მოძრაობას, ასევე ხელისუფლებას და საზოგადოების წარმომადგენლებს ხშირად სდებენ ბრალს ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივებაში, რეალურად კი, სწორედ პიტერ სტანოს უკანასკნელი განცხადებაა ის, რაც ქართველ ხალხში ევროსკეპტიციზმს გააძლიერებს, რადგან სტანო, მთლიანად გაერთიანების სახელით აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობაზე გადის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო უნდა დავიხსნათ ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი გრძელვადიანი სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობა.“ – აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი: საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ბევრ სფეროში უსწრებს, თუმცა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ჭიანურდება
Next: ამ აგენტურამ ვერ გაიგო, რომ ქართველ ხალხს არ ადარდებს რას ამბობს რომელიმე გაზეთი თუ უცხოელი აქტორი, ქართველ ხალხს აინტერესებს, როგორ მოქმედებს მისი არჩეული ხელისუფლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.