IMG.GE IMG.GE

კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 10.5 მილიონს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში კორონავირუსული ინფექცია 176 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ს 4 787 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი კორონავირუსით საერთო ჯამში 512 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კორონავირუსული ინფექციის აფეთქების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 11 მარტს განაცხადა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება