Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციის გაუქმება არ ხდება, ხდება კონკრეტული პიროვნებებისა და პარტიის გაწევა პოლიტიკური სცენიდან იმისათვის, რომ პოლიტიკური ველი გაჯანსაღდეს

მარშალ პრესი 06/09/2024
tea tsulukiani

ოპოზიციის გაუქმება არ ხდება, ხდება კონკრეტული პიროვნებებისა და პარტიის გაწევა პოლიტიკური სცენიდან (ეს არის იდეა) იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

თეა წულუკიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ძალა, რომელიც სახელმწიფოსა და ქვეყანას განვითარების საშუალებას არ აძლევს.

„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომლებიც მათხოვრობის რეჟიმში ვითხოვდით, რომ ნუ გადაგვაგდებთ ლუკმად და მოგვეცით ის, რაც გვეკუთვნის. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბუნებრივად ევროპული სივრცისა და ოჯახის ნაწილი. „ქართულმა ოცნებამ“ ჩემნაირებისთვის არა, ახალგაზრდებისთვის მოიტანა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ჩვენ, როდესაც სწორედ ამით ვიყავით დაკავებული ბრიუსელში, პირადად მე, ჩემს კოლეგებთან ერთად ხელგამოწვდილი, ამ დროს გვიპირისპირდებოდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კანდელაკები, იქ ისხდნენ სხდომაზე და ამბობდნენ, ვციტირებ: ამ ქვეყანას არ მისცეთ უვიზო რეჟიმი სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში და ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში არაფერი სიკეთე არ უნდა მოხდეს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ როდესაც ისინი ხელისუფლებაში არიან ბოროტებები ხდება – მათ სიკეთის ქმნა არ შეუძლიათ. სიკეთეს ვერ შექმნის ის ძალა, რომელიც ამბობს, რომ კიდევ კარგი ეს დაემართა გიგიაძეს, ახლა ერთით ნაკლები მხარდამჭერი და მებრძოლია „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ ჩვენ ბევრი ვართ და როცა ერთი გიგიაძე კვდება, იქ ათი გიგიაძეა, რომლებიც არ დაუშვებენ, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ გააგრძელოს ქართული სახელმწიფოს ახალი თაობების ბედის გაუკუღმართება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში ოპოზიციის აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიუვარდა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ურთიერთშელაპარაკების დროს ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა.

Post navigation

Previous: თითოეული თქვენგანის არჩევნებზე არმისვლა ამ არსებების ყულაბაში ჩაგდებული “ლეპტა” იქნება
Next: საქართველო უნდა დავიხსნათ ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი გრძელვადიანი სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.