Skip to content
18/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ნაციონალური მოძრაობა” ბოროტების პარტიაა, მკვლელების იარლიყია მათი სავიზიტო ბარათი და დამშვიდება არ უწერია ჩვენ საზოგადოებას, სანამ ეს პარტია იქნება პოლიტიკაში

მარშალ პრესი 05/09/2024
zurab kadagidze

“ნაციონალური მოძრაობა” ბოროტების პარტიაა, მკვლელების იარლიყია მათი სავიზიტო ბარათი და დამშვიდება არ უწერია ჩვენ საზოგადოებას, სანამ ეს პარტია იქნება პოლიტიკაში, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “ქართული ოცნების” წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს, სადაც ის ამბობს, რომ როგორც გერმანელებმა მოაშორეს „ნაციონალ-სოციალისტები“ თავის დროზე საკუთარ ქვეყანას ძალიან მარტივად და მკაცრად, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჩვენს ქვეყანას.

მისივე თქმით, სამართლიანობის კანონზომიერებას გასცდა უკვე და უპირობო აუცილებლობად იქცა, “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც ბოროტების პარტიის გასამართლება.

“გუშინ გააკეთა პრემიერმა ეს განცხადება და დღეს, ნაც-მოძრაობის ნაძირალა წარმომადგენელმა ადამიანი იმსხვერპლა!

სამართლიანობის კანონზომიერებას გასცდა უკვე და უპირობო აუცილებლობად იქცა, ნაციონალური მოძრაობის, როგორც ბოროტების პარტიის
გასამართლება.

ხელისუფლებაში იყვნენ და იარაღით კლავდნენ, ოპოზიციაში არიან და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ბულინგით აუბედურებენ ადამიანებს.

ნაციონალური მოძრაობა ბოროტების პარტიაა, მკვლელების იარლიყია მათი სავიზიტო ბარათი და დამშვიდება არ უწერია ჩვენ საზოგადოებას, სანამ ეს პარტია იქნება პოლიტიკაში.

როგორც ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი აღიგავა პირისაგან მიწისა გერმანიაში, ასევე უნდა გაქრეს და გადაშენდეს ეს ბოროტების სექტა
საქართველოში!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: დიდუბის რაიონის გამგებელი დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა
Next: სამშვიდობო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ორგანიზაციების რეესტრში დარეგისტრირდებიან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025