Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყოვლად უსამართლო ცენზურაზე გავიმარჯვეთ და ექვს სექტემბერს “ანტიკვარიატის” საჯარო ჩვენება გაიმართება ვენეციის კინოფესტივალზე – წარმატებები ფილმს და მის შემოქმედებით ჯგუფს! “ცენზურასთან მებრძოლ” კინოშანტრაპას კი ვუსამძიმრებ

მარშალ პრესი 04/09/2024
bacho odisharia

ყოვლად უსამართლო ცენზურაზე გავიმარჯვეთ და ექვს სექტემბერს “ანტიკვარიატის” საჯარო ჩვენება გაიმართება ვენეციის კინოფესტივალზე, – ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კინოცენტრი და კულტურის სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ სასურველი შედეგი დამდგარიყო და ქართული ფილმის კუთვნილი პრემიერა შემდგარიყო ვენეციის კინოფესტივალზე, რაც საბოლოოდ ასეც მოხდება.

„ყოვლად უსამართლო ცენზურაზე გავიმარჯვეთ და 6 სექტემბერს “ანტიკვარიატის” საჯარო ჩვენება გაიმართებება ვენეციის კინოფესტივალზე. რა საკვირველია ეს არ ამსუბუქებს იმ ფაქტს, რომ ფილმის ორი ჩვენება დაცენზურდა, რითაც საგრძნობლად დაზარალდა ფილმი, რადგან წაერთვა სრულფასოვანი პრემიერის და საფესტივალო გამოხმაურების შესაძლებლობა.

კინოცენტრი და კულტურის სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ სასურველი შედეგი დამდგარიყო და ქართული ფილმის კუთვნილი პრემიერა შემდგარიყო ვენეციის კინოფესტივალზე, რაც საბოლოოდ ასეც მოხდება. წარმატებები ფილმს და მის შემოქმედებით ჯგუფს! “ცენზურასთან მებრძოლ” ჩვენს კინოშანტრაპას კი, ზოგმა სიხარული რომ ვერ დამალა და ზოგმა ერთი მხარდასაჭერი კრინტი არ დაძრა ქართული ფილმის აშკარა ცენზურაზე, ვუსამძიმრებ“, – წერს ბაჩო ოდიშარია.

Continue Reading

Previous: ფსევდო-NGO “სამართლიანი არჩევნები”, კოლექტიური ეკა გიგაურების პოლიტიკური კანტორების მსგავსად, არა ამომრჩეველთა ნების გამოხატვას იცავს, არამედ “30 ვერცხლად”, რომელსაც მრავალათასიანი გრანტები ეწოდება
Next: ყოველ ჯერზე რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა საარჩევნო გარემოს რადიკალიზაციას. ეს იყო ყოველთვის მათი დღის წესრიგი, დღესაც არ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს ამ არჩევნებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025