IMG.GE IMG.GE

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

მისივე თქმით, დამწვარია 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები.

„ადგილზე უსაფრთხოების მიზნით რჩება კიდევ სამი სახანძრო ავტოცისტერნა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ადგილზე ყოფნა. ამ დრომდე დაშავებულის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს“,- განაცხადა კერესელიძემ.

კერესელიძე ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერ საუბრობს.

‌„პირველადი დათვალიერებით, ჯერ ვერ მოგახსენებთ, ხანძარი რამ გამოიწვია. ადგილზე არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზს. ხანძარი სავარაუდოდ შუა ნაწილში განჩნდა. ‌გვქონდა ინფორმაცია, რომ ასევე ინახებოდა ადვილად აალებადი ნივთები, მოგეხსენებათ, გვერდით არის ბენზინგასამართი სადგური. გვქონდა ინფორმაცია, რომ ინახებოდა ფოიერვერკები“,- განაცხადა კერსელიძემ.

ამასთან, კერესელიძე ამბობს, რომ მეხანძრე-მაშველები თავიდანვე ცეცხლის ყველა კერაზე  მუშაობდნენ.

‌„აბსოლუტურად ყველა კერაზე თავიდანვე იყვნენ მისულები მეხანძრე-მაშველები, სადაც საჭირო იყო, მუშაობდნენ. რამდენიმე კერა იყო. რაც შეეხება მოვაჭრეების ტერიტორიაზე შეშვებას,  როდესაც დამთავრდება საგამოძიებო სამუშაოები, ისინი შესვლას შეძლებენ“,- განაცხადა კერესელიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება