Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველა წინა არჩევნების გამოცდილება შეგვახსენებს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის საარჩევნო გარემოს არევას ცდილობს ხოლმე

მარშალ პრესი 04/09/2024
irakli

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 7 კვირაა დარჩენილი. დღემდე, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, არ გამოვლენილა არცერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული დარღვევა ან ინციდენტი. გამოვთქვამთ იმედს, რომ საარჩევნო პროცესები მომდევნო 7 კვირის განმავლობაშიც ანალოგიურ გარემოში წარიმართება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამისათვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს უარყოფითი მოლოდინი აქვს, ვინაიდან, „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგის ფონზე, ისინი მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებით დაინტერესებულები ნაკლებად არიან.

„სამწუხაროდ, გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
პირველი: დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს, რაც რადიკალურმა ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის. ასეთ ვითარებაში, ისინი მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებით, ბუნებრივია, ნაკლებად არიან დაინტერესებული; მეორე – ყველა წინა არჩევნების გამოცდილება შეგვახსენებს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის საარჩევნო გარემოს არევას ცდილობს ხოლმე, შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება ამ მხრივ გამონაკლისი.

და მესამე: 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, შეძლებს ომის პარტია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს. როგორც გლობალური ომის პარტიისთვის, ისე საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის, სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ ამ ფონზე, რისკები, ბუნებრივია, ერთი-ათად არის მომატებული.’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: “ლელო”-ში მატებაა
Next: ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია, მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.