Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან იოსელიანი – ძალიან იმედგაცრუებული ვარ „ნაცმოძრაობით”, არ მეგონა, თუ ამ სიტუაციაში ასე მოიქცნენ და EPP-ს გაავრცელებინებდნენ განცხადებას, რომელიც გაავრცელა – პოლიტიკური უღირსობაა

მარშალ პრესი 31/05/2022
ლევან იოსელიანი

ძალიან იმედგაცრუებული ვარ „ნაციონალური მოძრაობით“, მათი დიდი იმედი არასდროს მქონია, მაგრამ არ მეგონა, თუ ამ სიტუაციაში ასე მოიქცნენ და “სახალხო პარტიას” გაავრცელებინებდნენ იმ განცხადებას, რომელიც გაავრცელა, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი “ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებას, რომლის მიხედვით, საქართველოში არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა გამოიწვია.

როგორც იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ აღნიშნა, “სახალხო პარტიამ” განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დაყრდნობით გაავრცელა და საკუთარი პარტიული ინტერესების გამო ამ ყველაფრის გაკეთება „პოლიტიკური უღირსობაა“.

„ჩემდა გასაკვირად, გამოჩნდნენ ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭება არ უნდა მოხდეს, რადგან ამით გახანგრძლივდება „ქართული ოცნების“ მმართველობა.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ „ნაციონალური მოძრაობით“, მათი დიდი იმედი არასდროს მქონია, მაგრამ არ მეგონა, ამ სიტუაციაში თუ ასე მოიქცნენ და [ევროპის] „სახალხო პარტიას“ გაავრცელებინებდნენ იმ განცხადებას, რომელიც გაავრცელა. როდესაც ვნახავ აუცილებლად ვეტყვი ამის შესახებ პარლამენტში. თქვეს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული განცხადებაა. არ მეგონა თუ ისინი ამას იკადრებდნენ, უნდა დაენახათ ის საფრთხე, რომელიც დგას ამ სტატუსის არ მინიჭების შემთხვევაში. ეს საფრთხე არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ქვეყანას ემუქრება. საკუთარი პარტიული ინტერესების გულისთვის ამ ყველაფრის გაკეთება არის პოლიტიკური უღირსობა და მეტი არაფერი“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად წელგამართულები ვყოფილიყავით, რაც არ ქმნის შესაბამის ფონს, რომ „დღეს ვიღაცამ კარი გაგვიღოს“. შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ გუნდს ეკისრება.

„მთელი ეს პერიოდი ჩვენი პარტნიორები მოუწოდებდნენ, რომ დაეწყოთ სასამართლოს რეფორმირება და საკონსტიტუციო რეფორმა გაეტარებინათ, მაგრამ არცერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადაიდგა. ეს ყველაფერი არ ქმნის შესაბამის ფონს, რომ დღეს ვიღაცამ გაგვიღოს კარი, ეს არის ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. მიუხედავად ამ ორი პოლიტიკური პარტიის დამოკიდებულებისა, ევროკავშირმა ქართველ ხალხს უნდა მისცეს ეს სტატუსი, რომელიც ერთგულია დასავლური ღირებულებებისა. ხელისუფლებები შეიცვლება, მაგრამ ხალხი დარჩება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის უდიდესი პატივია მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენისა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრის გადმოცემა
Next: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დააკავეს ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.