Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოსარჩელე მხარეს სურდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოეყენებინა – იუსტიციის მინისტრის მოადგილე

მარშალ პრესი 03/09/2024
tamar tkeshelashvili

„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსარჩელე მხარის არგუმენტები უფრო მეტად იყო პოლიტიკური. რჩებოდა შთაბეჭრილება, რომ მათ სურდათ აღნიშნული ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისთვის გამოეყენებინათ“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ტელეკომპანია ,, იმედის“ გადაცემა ,,დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

“როგორც კი ჩვენ საუბარი სამართლებრივი არგუმენტებით მიგვყავდა, მოსარჩელე მხარე ერთსა და იმავე კითხვას მაინც სხვადასხვა კონტექსტში რამდენჯერმე იმეორებდა. იყო ძალიან დიდი მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, დეზინფორმაციის გავრცელების, გარკვეული საკითხებით მანიპულირების და ა.შ. ითქვა, თითქოს ის ვინც რეგისტრირდება – ამას შიშის გამო აკეთებს. თუმცა, იმ დროისთვისვე, რეგისტრაციის მსურველთა რიცხვი იყო ბევრად მაღალი ვიდრე მოსარჩელეთა რიცხვი, ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს. იყო მცდელობა რომ მათ ესაუბრათ მთელი საზოგადოების, მთელი ქვეყნის სახელით“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

თამარ ტყეშელაშვილმა, სხდომაზე მოსარჩელე მხარის მხრიდან ბექა ძამაშვილის ფეისბუქ პოსტზე გაჟღერებული ინფორმაციაც გაიხსენა და აღნიშნა რომ სახელმწოფო ინტერესებით თამაში, წითელი ხაზია.

“რამდენჯერმე დაისვა საკითხი, თუ რა ელით იმ ორგანიზაციებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობს? არაერთხელ გაეცა ამას პასუხი. ითქვა, რომ სახელმწიფო დგას გარანტად ამ თემის მგრძნობიარებიდან გამომდინარე. თუმცა შემდეგ, უკვე დასრულებულ სხდომაზე, ერთ-ერთმა მოსარჩელემ ბექა ძამაშვილის ფეისბუქ პოსტი გაიხსენა. თითქოს მან დაადანაშაულა კონკრეტული არასამთავრობოები არასწორ ქმედებებში და ა.შ. ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის არის წითელი ხაზი, როდესაც ხდება თამაში სახელმწიფო ინტერესების გამოყენებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვიყავით გვეთქვა, რომ სარჩელი იყო შეტანილი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, კონკრეტულად “საიას” მიერ აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ“,- განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

Post navigation

Previous: სულ რომ ათეისტი იყო, ეკლესიას, უნდა სცემდე პატივს, როგორც ერთ-ერთ მთავარ საყრდენს, საფუძველს შენი, ქართული ეროვნული იდენტობისა
Next: საქართველოში არის არა 30 000, არამედ რამდენიმე ათასი მოქმედი „ენჯეო“, აქედან უცხოეთიდან 20%-ზე მეტ დაფინანსებას მცირე ნაწილი იღებს, ტყუილია, თითქოს მხოლოდ ერთმა პროცენტმა გაიარა რეგისტრაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.