Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 02/09/2024
1001

საქართველოში ვიზიტით სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ჩამოვიდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა

ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წელს გაფორმდა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები – გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე, სომხეთისა და საქართველოს ელჩები დაესწრნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

Post navigation

Previous: იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებენ მკვლელები, ქურდები, მოძალადეები… ერთი სიტყვით, ნაციონალები და მათთან გათანაბრებულები – ენჯეოშნიკები, რომლებიც მაშინაც აქტიურად ერეოდნენ და დღესაც ღიად ერევიან პოლიტიკაში
Next: თბილისში ყოველი სექტემბრის დასაწყისში ეწყობა მდარე შაბაში, რომელზედაც იკრიბებიან დაჩამიჩებული ექსჩინოვნიკები აშშ-დან და ევროპიდან და აქაური ოპოენჯეო ბაბლი – შაბაშმა მიიღო ანტისახელისუფლებო ტრიბუნის ფორმა, აღარც მალავენ, რომ არჩევნებში აქტიურ ჩარევას გეგმავენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.