Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნინო ევგენიძე პირდაპირ და ღიად მოუწოდებს არასამთავრობო სექტორსა და მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისაკენ- თქვენ მიერ გაკეთებული განცხადება არის ღია სურვილი, სისხლიანი პროცესები იხილოთ ქვეყანაში

მარშალ პრესი 02/09/2024
tamta megrelishvili

„ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც “დაუმორჩილებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. 100 წლის წინ მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი აჯანყება საქართველოში, იარაღით ხელში გამოვიდნენ იმისთვის, რომ რუსული რეჟიმი აქ არ დამყარებულიყო. ეს მაგალითი შთაგვაგონებს, რომ ჩვენ არასდროს დავმორჩილდებით ამ რეჟიმს”.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ნინო ევგენიძე პირდაპირ და ღიად მოუწოდებს არასამთავრობო სექტორსა და მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისაკენ და იარაღის ხელში აღებისაკენ.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე პირდაპირ და ღიად მოუწოდებს არასამთავრობო სექტორსა და მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისაკენ! იარაღის ხელში აღებისაკენ!

ქალბატონო ნინო!

შეგახსენებთ, რომ თქვენ გასცდით აზრის გამოხატვის თავისუფლებას როგორც უფლებას, გასცდით მის შინაარს რადგან
სისხლის სამართლის კოდექსის” 317-ე მუხლით საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით!

თქვენ მიერ გაკეთებული განცხადება არის არა ირიბი, არამედ ღია სურვილი, სისხლიანი პროცესები იხილოთ ქვეყანაში.

თქვენი მიზანი არის გაცხადებული, ამ პროცესებში აიყოლიოთ ახალგაზრდა თაობა რაც არ გამოგივათ რადგან ქართულ სახელმწიფოში სახელისუფლებო გუნდის პრაგმატული პოლიტიკით მოპოვებული მშვიდობის ფონზე თქვენი დესტრუქციული მიზნების ადგილი არ არის!”- წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ეს ქალბატონი არის „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი – რა კარგად შეუფუთავს მისი ძირითადი საქმიანობა ანუ დაუმორჩილებლობის ორგანიზება და რევოლუციის მოწყობა
Next: საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025