შაბათი, დეკემბერი 4, 2021

ანრი ოხანაშვილი – ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქალაქეებს ფიზკურად ატერორებდა, აშანტაჟებდა, მათ შორის ფარული ჩანაწერებით, ხელისუფლებაში არ არიან და პოლიტიკურად ცდილობენ შანტაჟს

314
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენს მოქალაქეებს ფიზკურად ატერორებდა, აშანტაჟებდა, მათ შორის ფარული ჩანაწერებით , მას შემდეგ რაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან და ქართველმა ხალხმა გამოუტანა სამუდამო განაჩენი, რომ ვერასდროს მობრუნდებიან, უკვე პოლიტიკურად ცდილობენ შანტაჟს და აქვთ ტერორის მცდელობა“ – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, ამ ყველაფერს ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება. „ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციას არ დავუშვებთ. რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებას, ეს არის საგამოძიებო უწყების შეფასება და რა საფუძველი გვაქვს, რომ არ ვენდოთ. შეფასება არის ცალსახა პროკურატურის მხრიდან, რომ ეს არის ფალსიფიცირებული, გაყალბებული, დამონტაჟებული. ამიტომ, თუ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი უჩნდება და განსაკუთრებით თქვენს ტელევიზიას, მიაწოდეთ ან გაასაჯაროეთ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენს ხელთ არის, თუკი მიგაჩნიათ რომ თქვენ უფრო სანდო ხართ, ვიდრე პროკურატურა. მე არ მაქვს საფუძველი არ ვენდო პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას და იმ საკითხებს, რაზეც მათ ისაუბრეს“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გაგზავნილია Lela-(ი)ს მიერ პარასკევი 15:29-ზე
 
Customize Chat
Privacy & Support
გაზიარებული ფაილები
Shared Media
  • New Notification
    წაუკითხავი

    Riki PipiaЛана Александировна and 44 სხვამ commented on your პოსტზე in the ❤️მიშას🇬🇪🇺🇦მხარდამჭერები❤️(official).

    7 წუთის წინ

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება