Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იმ ქვეყნებში, რომლებიც თქვენი და თქვენივე კოლეგების აზრით ჩვენზე წინ არიან ევროკავშირში გასაწევრიანებლად, საერთოდ აკრძალეს მათთვის არასასურველი პარტიებიც და მედია საშუალებებიც

მარშალ პრესი 02/09/2024
levan nikoleishvili

როგორც ჩანს ვერ ან არ იგებს, თუ რას ამბობს „ქართული ოცნება“ დამნაშავეების შესახებ?! უბრალოდ მარტივად უნდა შევახსენო, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც თქვენი და თქვენივე კოლეგების აზრით ჩვენზე წინ არიან ევროკავშირში გასაწევრიანებლად, საერთოდ აკრძალეს მათთვის არასასურველი პარტიებიც და მედია საშუალებებიც, მაგრამ რამე თუნდაც აღშფოთების, გნებავთ შეშფოთების მაგვარი „მოწინავე“ უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ჩვენ არ გვსმენია,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვას განცხადებაზე, რომლის თქმითაც, თუ საპარლამენტო არჩევნებში მანიპულაციას ექნება ადგილი, მაშინ „ბელარუსის პრეცედენტი,“ განმეორდება საქართველოში.

ნიკოლეიშვილის თქმით, განსხვავებით უკრაინისაგან და მოლდოვისაგან, საქართველოს ხელისუფლება არამარტო კორუფციას ებრძვის, ასევე სურს უფრო დიდი დანაშაულების გამო დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც ამას იმსახურებენ.

„„თბილისი რუმსში“ თავმოყრილ საქართველოს „დაუძინებელ მეგობრებიდან“ ერთ-ერთი მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ „თუ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მანიპულაციას ექნება ადგილი“ მაშინ „ბელარუსის პრეცედენტი“ გვექნებაო. რა ქალბატონი მარკეტა, როგორც ჩანს ვერ ან არ გებულობს, თუ რას ამბობს „ქართული ოცნება“ დამნაშავეების შესახებ?! უბრალოდ მარტივად უნდა შევახსენო, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც თქვენი და თქვენივე კოლეგების აზრით ჩვენზე წინ არიან ევროკავშირში გასაწევრიანებლად, საერთოდ აკრძალეს მათთვის არასასურველი პარტიებიც და მედია საშუალებებიც, მაგრამ რამე თუნდაც აღშფოთების, გნებავთ შეშფოთების მაგვარი „მოწინავე“ უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ჩვენ არ გვსმენია. სხვათაშორის, არც იმ ქვეყნების შესახებ გაგვიგია რამე, რომლებიც ცალი ხელით რუსეთს ასანქცირებენ და მეორე ხელით სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების მწვერვალზე არიან იგივე რუსეთთან. ეს ყველაფერი კი რუსეთ -უკრაინის ომის ფონზე ხდება. სამწუხაროა, რომ სწორედ ომის პერიოდში უკრაინაში კორუფცია უმაღლეს ნიშნულზე ავიდა…განსხვავებით უკრაინისაგან და მოლდოვისაგან, ჩვენ არამარტო კორუფციას ვებრძვით, ასევე გვსურს უფრო დიდი დანაშაულების გამო დავსაჯოთ ის ადამიანები, რომლებიც ამას იმსახურებენ, ოღონდ ამას კანონის შესაბამისად ქართული მართლმსაჯულება გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა, რა გასამრჯელოს საფასურად, რომელ ქართველ კრიმინალს გაუწევთ ლობირებას თქვენ და თქვენი კოლეგები“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: საქართველოში რევოლუციური სცენარი გამორიცხულია და ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის 26 ოქტომბერს გააკეთებს
Next: უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, ისევე როგორც სააკაშვილის, არის საკუთარი სამშობლოს მტერი და დღეს ვინც მხარს უჭერს ამ ომს – არაადამიანია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.