Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრინციპების დონეზე ეს კანონი მივიღეთ – სახელმწიფო ამბობს, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს, დედა ქალია თუ კაცი და მამა ქალია თუ კაცი

მარშალ პრესი 02/09/2024
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ოჯახურ ღირებულებათა და ახალგაზრდების დაცვის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განმხილველ სხდომას თავმჯდომარეობს.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომაა საჭირო ოჯახურ ღირებულებათა და ახალგაზრდების დაცვის შესახებ კანონის მიღება და რა პრინციპებს ეფუძნება ის. „ბავშვი მიანდო თუ არა იმ ადამიანს, რომელსაც ვერ გაუგია ქალია თუ კაცია – ამაზეა ეს კანონპროექტი.“- აღნიშნა მაჭარაშვილმა და განმარტა, რომ სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა არასრულწლოვანების დაცვა.

მისი თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს მშობლები რა სქესის არიან, არ აქვს მნიშვნელობა ჰქონდა თუ არა ადგილი სამედიცინო ჩარევას. “შევახსენებ საზოგადოებას რა კანონს ვიღებთ. ვიხილავთ კანონპროექტს – ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ და ვფიქრობ, კითხვები რელევანტური უნდა იყოს. ბავშვი მიანდო თუ არა იმ ადამიანს, რომელსაც ვერ გაუგია ქალია თუ კაცია – ამაზეა ეს კანონპროექტი.

არასწორია მინიშნება იმაზე, რომ ამ მუხლში საუბარია, რატომ არ შეიძლება ბავშვი აიყვანოს ადამიანმა, რომელიც არ არის გარკვეული საკუთარ სქესში ბიოლოგიურად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრინციპების დონეზე ეს კანონი მივიღეთ. თქვენ ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, ეს მეორე მხარეა, მაგრამ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ამ კანონს – დაცული იყოს ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანები.

მეორე მოსმენით ვიღებთ ამ კანონპროექტს და რელევანტური კითხვები უნდა დაისვას. პრინციპების დონეზე თუ დავსვით კითხვები, დილამდე ვერ დავასრულებთ. პრინციპების დონეზეა ეს კანონი მიღებული, აღარ უნდა ჩნდებოდეს კითხვები – ღირებულებები რა არის და რატომ არ შეუძლია იმ ადამიანს, ვისაც თვითონ ვერ გაურკვევია საკუთარი სქესი, ბავშვის აყვანა და ა.შ. პრინციპულ საკითხებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება მიღებულია. ვიმეორებ, გნებავთ ადამიანი ბიოლოგიურად სხვა სქესის არ იყოს, მაგრამ თავს სხვა სქესს მიაკუთვნებდეს, სახელმწიფო ვამბობთ – ბავშვმა უნდა იცოდეს, დედა ქალია თუ კაცია და მამა ქალია თუ კაცია, თუნდაც იყოს სამედიცინო ჩარევა ან არ იყოს,“- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

Continue Reading

Previous: რობერტ კენედის სკანდალურმა სიმართლემ ფარდა ახადა იმ ყალბ რეალობას, რაც დღეს დასავლეთში სუფევს. თურმე როგორი მართლები ვყოფილვართ
Next: იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებენ მკვლელები, ქურდები, მოძალადეები… ერთი სიტყვით, ნაციონალები და მათთან გათანაბრებულები – ენჯეოშნიკები, რომლებიც მაშინაც აქტიურად ერეოდნენ და დღესაც ღიად ერევიან პოლიტიკაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025